Thursday, 16 April 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ ინტელის სასწავლო კურსი,  რომელიც იყო ძალიან სასარგებლო და მომავალში დამეხმარება  შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე მუშაობა  და კოლაბორაციული ვებგვერდები. მუშაობის პროცესში გამოვიყენე ბევრი ტექნოლოგიური რესურსი და ინსტრუმენტი. მადლობა ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.

Wednesday, 1 April 2015

მეხუთე დღის რეფლექსია



   ვისწავლეთ:
  •  საძიებო სისტემები
  •  საავტორო ფლებების დაცვა
  •  ინფორმაციის ინტერნეტიდან გადმოწერა     
  •  ფაილების გაზიარება   
  გავეცანით  web2.0tools     ტექნოლოგიებს
      

Wednesday, 18 March 2015

 დღე  პირველი:  

 განვიხილეთ კურსის პირველი მოდულის მთავარი აქცენტები.                                              გავეცანით პორთფოლიოს კომპონენტებს, შევქმენით პორთფოლიოს                                        საქაღალდე, შევარჩიეთ  ჩვენი პროექტის   შესაბამისი 21–ე საუკუნის                                        უნარ–ჩვევები.


 დღე  მეორე:  
  
დავგეგმეთ პუბლიკაციები. გავეცანით ბუკლეტის და გაზეთის                                                 შაბლონებს, დავამზადეთ ბუკლეტები,   რაც ძალიან საინტერესო იყო .



დღე   მესამე:  

დავიწყეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვსაზღვრეთ                                                         სტანდარტები,  ჩამოვაყალიბეთ  მიზნები  და  შევიმუშავეთ                                                       მიმართულების  მიმცემი საკვანძო  კითხვები   

Tuesday, 28 May 2013

პროექტის სახელწოდება:  დღესასწაულები საქართველოსა და ინგლისში

პროექტის მთავარი იდეა: 
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას როგორც  ქართული ასევე ინლისურ-ამერიკული დღესასწაულების  შესახებ

პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას დღესასწაულების შესახებ საქართველოსა და  ინგლისში, გაეცნობიან ამ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ადათ-წესებსა და ტრადიციებს, მოახდენენ მათ შედარებას და აჩვენებენ მათ შორის არსებულ მსაგვსება-განსხვავებებს, მოაწყობენ პრეზენტაციას

მონაწილეთა ასაკი:     11-12 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

მოსალოდნელი შედეგები: 
ფორმატზე წარმოდგენილი კვლევის შედეგები, დღესასწაულების ამსახლელი ფოტოალბომი, პრეზენტაცია

პროექტის თვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, დამხმარე სახელმძღანელოები, ფოტო მასალა, ფორმატი

პროექტის მსლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. ჯგუფი დაიყოფა გუნდებათ შერჩევის პრინციპით
2. გადანაწილდება თემები: "დღესასწაულები საქართველოში", "დღესასწაულები ინგლისში" და "დღესასწაულები ამერიკაში",
3. გადანაწილდება მოვალეობები, გუნდის  თითეულ წევრს დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული საქმიანობის შედეგზე
4. მოძიებენ მასალას ინტერნეტით / დამხმარე ლიტერატურის საშუალებით,
5. მოეწყობა პრეზენტაცია
6. მოსწავლეების შეფასება

საგანთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
 ისტორია, ქართული ლიტერატურა

უცხ.ს.I.3. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
უცხ.ს.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
უცხ.ს.I.14. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების გასაადვილებლად.
უცხ.ს.I.21. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს წერის სტრატეგიები ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.
უცხ.ს.I.25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.
უცხ.ს.I.27. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.
უცხ.ს.I.28. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
უცხ.ს.I.29. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი 

პროექტის ხელმძღვანელი:  თეონა ბობოხიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: Teobobokhidze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  bobokhidze.blogspot.com